კატალოგი
SELF ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ქმნის ციფრულ გადაწყვეტილებებს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის. SELF HRM სისტემა ეხმარება კომპანიებს სრულად გააციფრულონ HR ოპერაციები ორგანიზაციაში და შეამცირონ ამ პროცესებზე დახარჯული დრო და ადამიანური რესურსი. დღეს SELF-ის სისტემით 400-ზე მეტი ქართული თუ საერთაშორისო ორგანიზაციის HR ბიზნეს პროცესი და 80 000-ზე მეტი თანამშრომლის პროფილი იმართება. სისტემა ხელმისაწვდომია
Mobile და Web აპლიკაციებით.
SELF-ის HRM სისტემა მოიცავს 6 მოდულს:
- HR ადმინისტრირება და ანალიტიკა
- დოკუმენტების გენერირება და მართვა
- ნამუშევარი დროის აღრიცხვა
- Payroll – ხელფასები და ბენეფიტები
- Mobile app – Self სერვისი
- შიდა კომუნიკაციები