Catalogue
Klics — Ecommerce თამაშების პლატფორმა, რომელიც ტრაფიკს გაყიდვებად აქცევს.
Klics არის პლატფორმა, რომელიც ბრენდებს აძლევს საშუალებას მარტივად შექმნან და განათავსონ ინტერაქტიული მინი-თამაშები, რომლებიც ზრდის ჩართულობას, აგროვებს მომხმარებლის პირველად მონაცემებს და ზრდის გაყიდვებს.
რას აკეთებს Klics?
Klics ორი ძირითადი AI აგენტის გარშემო ტრიალებს:
Klics Creator — ინსტრუმენტი, სადაც ტექსტური პრომპტით ქმნი თამაშს 1–2 წუთში. არ გჭირდება პროგრამისტი ან რთული ინტერფეისის დიზაინერი.
Klics Insights — AI, რომელიც აკვირდება მომხმარებელთა ქცევას, შედეგებს და გაძლევთ რეკომენდაციებს, როგორ გაზარდოთ კონვერსია, ოპტიმიზაცია, CTR, ან როგორ შეცვალო თამაშის სტრუქტურა უკეთესი შედეგისთვის
Klics-ში შეგიძლია აირჩიო სხვადასხვა ტიპის თამაშების შაბლონები: ქვიზები, მსგავსი სპინერები, გადასაფხეკი ბარათები, პიქსელ-თამაშები და სხვა ფორმატები, რომლებიც ბრენდებს უკვე უნახავს, რომ მუშაობს.
თამაშის შექმნის შემდეგ შეგიძლია განათავსო:
- ლინკად / მინი ვებსაიტად — რომლის გაზიარებაც შეგიძლიათ მაგალითად SMS, Meta Ads, TikTok Ads, newsletter, push message, QR-კოდი და ა.შ.
- PoP-Up — “PoP” ინტერაქციულ ფორმატად, თქვენს ვიზიტორს საიტზე ყოფნისას ამოუხტება თამაში შეთავაზებასთან ერთად.
- Embed-ად — პირდაპირ საიტზე, ლენდინგზე, checkout გვერდზე ან კამპანიის სპეციალურ სექციაში.
- მობილური აპლიკაციასა და საიტზე API-თ ჩაშენება — თუ გჭირდება უფრო კომპლექსური ინტეგრაცია, დინამიკური პრიზები, უნიკალური ფლოუ ან თქვენთან არსებული სისტემების მიერთება.
თითოეული თამაშისთვის ავტომატურად გენერირდება QR-კოდი, რომელიც იდეალურია ოფლაინ აქტივაციებისთვის, ღონისძიებებისთვის და BTL კამპანიებისთვის.
მარტივი ინტეგრაციები
Klics ინტეგრირდება მარტივად Zapier-ის საშუალებით შეგიძლიათ რამდენიმე წამში დააკავშიროთ:
CRM
Email/SMS პლატფორმები
Loyalty პროგრამები
ავტომატური follow-up მესიჯები
Internal webhooks
ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქმედება თამაშში (თამაშის დასრულება, პრიზის გახსნა, მონაცემის შეყვანა) ავტომატურად შეიძლება გადაიქცეს მარკეტინგულ მოქმედებად.
რატომ იყენებენ ბრენდები?
Klics ბრენდებს ეხმარება:
ვიზიტორების დაკარგვის შემცირებაში
ჩართულობისა და ექსპერიმენტირების ზრდაში
First-party მონაცემების შეგროვებაში უფრო ნატურალურად
მომხმარებლების დაბრუნებაში
კონვერსიის ფაქტობრივად გაზრდაში სხვადასხვა სცენარში ads-დან დაწყებული checkout-ით დამთავრებული