პროექტის შესახებ
ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ამ კუთხით მიმდინარე სწრაფი ცვლილებები თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი ბიზნესსექტორზე, რომელიც ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების აქტიური მომხმარებელია.
საქმიანობის გაციფრულება მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ტერაბანკმა, რომლის სტრატეგიული სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია, საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, პროექტი Saasargeblo წამოიწყო. Saasargeblo-ს მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესებს ციფრული გადაწყვეტილების დანერგვა გაუმარტივოს, ხელი შეუწყოს მათი ბიზნესპროცესების ეფექტიანად წარმართვას და ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარებას.
პროექტი უფასო და ღია ღონისძიებებს, შეხვედრებსა და კონსულტაციებს გააერთიანებს, რომელთა მიზანიც SaaS კომპანიებისა და მცირე და საშუალო ბინზესების წარმომადგენლებს შორის მჭდრო კავშირების დამყარება და ურთიერთმხარდაჭერა იქნება.
გვჯერა, რომ ამ პროექტით მცირე და საშუალო ბიზნესსაქმიანობების გაციფრულებასა და ეფექტიანად წარმართვაში ჩვენს წვლილს შევიტანთ და, ამავდროულად, ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარებასაც შევუწყობთ ხელს.