კატალოგი
Helio.AI ინოვაციური ქართული პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს რეკრუტინგის პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება. სისტემაში თავს იყრის სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული და სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული ინფორმაცია. კანდიდატების რეზიუმეების შერჩევას ხელოვნური ინტელექტი ახდენს, ხოლო შერჩევის პროცესის საქმიანობის განმსაზღვრელი რეპორტები ავტომატურ რეჟიმში გენერირდება. პლატფორმის გამოყენებით, რეკრუტინგი 2-ჯერ უფრო სწრაფი და ეფექტურია.
აღნიშნული ხელსაწყოს გამოყენება შეუძლიათ როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო კომპანიებს. არ აქვს მნიშვნლობა რა მიმართულებით გიწევთ მუშაობა, თუ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა რეზიუმეების გადარჩევა, კანდიდატთა სამუშაო გამოცდილებების წაკითხვა და ანალიზია, მაშინ ეს ხელსაწყო ზუსტად თქვენთვის არის შექმნილი. რაც ყველაზე მთავარია, მის გამოყენებას არ სჭირდება არანაირი ტექნიკური ცოდნა და ინტეგრაცია
მეილი
info@helio-ai.com
ტელეფონი
591 410 976
ვებ-გვერდი
www.helio-ai.com