კატალოგი

Signify-ს პლატფორმა დაკონტრაქტების ტრადიციულ ფორმას ცვლის და პროცესს სრულად აციფრულებს. მისი მეშვეობით, დოკუმენტების მიმოცვლა და ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის მართვა ერთ სივრცეშია შესაძლებელი, რაც ასწრაფებს ბიზნეს პროცესებს, აუმჯობესებს Customer Experience-ს, ზოგავს დროსა და ფინანსებს.
პლატფორმას დღეს წარმატებით იყენებს უკვე 500-ზე მეტი კომპანია საქართველოში, მათ შორის ტერა ბანკი, თიბისი, მაგთი, ავერსი, კავკასიის ავტოიმპორტი და სხვა, როგორც მარკეტინგის, იურიდიული, შესყიდვების, ფინანსების დეპარტამენტებში, აგრეთვე ფრონტ ოფისში მომხმარებლებისთვის სერვისის გასაწევად.
Saasargeblo პროექტის ფარგლებში Signify გთავაზობთ განსაკუთრებულ ფასს, 20%-იან ფასდაკლებას ბიზნეს და ბიზნეს პრო წლიურ პაკეტებზე.