კონსულტაცია
Saasargeblo-ს დახმარებით, მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულიად უფასოდ გაიარონ პროფესიული კონსულტაციები როგორც ტერაბანკის, ისე SaaS კომპანიების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც პლატფორმაში ერთიანდებიან. პროფესიული კონსულტაციების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს ციფრულ გამოწვევებზე მსჯელობას, სხვადასხვა აქტუალური საკითხის განხილვას, არსებულ კითხვებზე პასუხების მიღებასა და ა.შ.
შეხვედრის დასაგეგმად, გთხოვთ, აირჩიოთ ღილაკი ,,დაჯავშნა” და მიჰყვეთ შემდგომ ნაბიჯებს.