Catalogue
Livecaller – ერთიანი კომუნიკაციის პლატფორმა (Unified Communications)
ლაივქოლერი აერთიანებს ყველა საკომუნიკაციო არხს ერთ ეკოსისტემაში და აძლევს ბიზნესს საშუალებას, ეფექტურად და შეუფერხებლად დაუკავშირდნენ თავიანთ მომხმარებლებს ნებისმიერ დროს.
ერთი ფანჯრის პრინციპით (Single Interface), თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლებს შესთავაზოთ კომუნიკაციის მრავალფეროვანი არხები, მათ შორის:
- ვებ ჩატი
- სოციალური მესენჯერების ინტეგრაცია (Omnichannel Messaging)
- თანა-ბრაუზინგი (Co-browsing)
- AI ციფრული ასისტენტი
- მენიუზე დაფუძნებული ჩატბოტი
- ცოდნის ბაზა (Knowledgebase)
რატომ ლაივქოლერი?
– გაზარდეთ მომხმარებელთა კმაყოფილება და ერთგულება
– დააჩქარეთ რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება
– ავტომატიზაცია და მასშტაბურობა თქვენი მხარდაჭერის გუნდისთვის
– ერთიანი ხედვა მომხმარებელთან ყველა ინტერაქციისთვის
ვებ ჩატი
მარტივი და ინტუიციური ჩატის ფანჯარა, რომელიც საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში დაუკავშირდეთ ვებგვერდის ვიზიტორებს.
მრავალარხიანი კომუნიკაციის პლატფორმა(omnichannel)
LiveCaller აერთიანებს Facebook Messenger, WhatsApp, Instagram, Viber, Telegram და Email — ყველა შეტყობინებას იღებთ ერთ სივრცეში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას და ცენტრალიზებულ კომუნიკაციას.
AI ციფრული ასისტენტი
ინტელექტუალური ასისტენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საწავლების და ბუნებრივის ენის დამუშვების (NLP) ხარჯზე უპასუხებს მომხმარებელთა შეკითხვებს 24/7 რეჟიმში. იდეალურია როგორც მხარდაჭერისთვის, ისე გაყიდვების პროცესში ჩასართავად.
ჩატბოტი
მენიუზე დაფუძნებული ჩატბოტი მომხმარებლებს მიაწვდის ინფორმაციას წინასწარ განსაზღვრული ვარიანტების მეშვეობით. მომხმარებელი ირჩევს მათ ღილაკების, რიცხვების ან საკვანძო სიტყვების გამოყენებით, ხოლო ჩატბოტი პასუხობს ან ასრულებს მოქმედებებს ამ არჩევანებზე დაყრდნობით. ეს იდეალურია მხარდაჭერის, შეკვეთების ან პრობლემების გადაჭრის პროცესებისთვის. მარტივი, ეფექტური და არ საჭიროებს რთული ენის ანალიზს.
თანა-ბრაუზინგი (Co-browsing)
ოპერატორს-ს შეუძლია რეალურ დროში ითანამშრომლოს მომხმარებელთან, გაუზიაროს ეკრანი, დაეხმაროს ფორმების შევსებაში, შეკვეთების პროცესში ან რთულ ნავიგაციაში.
ცოდნის ბაზა (Knowledgebase)
ეს არის ორგანიზებული ინფორმაციის კრებული ან / და ციფრული ბიბლიოთეკა, რომელსაც მომხმარებელი თავად ეძებს. მომხმარებელთა მხარდაჭერის კონტექსტში, ეს შეიძლება იყოს ვებგვერდი ან დოკუმენტი, სადაც თავმოყრილია ხშირად დასმული კითხვები (FAQ), სახელმძღვანელოები ან წესები. მომხმარებლები ეძებენ საკვანძო სიტყვებით ან თემების მიხედვით. ეს არის სტატიკური, ეფექტური და მარტივი საშუალება რომ მოხმარებელმა თავად მიიღოს პასუხები ძებნის ხარჯზე.
ვინ იყენებს LiveCaller-ს?
ჩვენი პლატფორმა იდეალურია როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილი საწარმოებისთვის, მათ შორის შემდეგ ინდუსტრიებში:
- ელექტრონული კომერცია (eCommerce)
- პროგრამული უზრუნველყოფა (SaaS)
- სახელმწიფო სტრუქტურები (მოქალაქეების მომსახურებისთვის)
- ფინანსები და ფინტექი
- განათლება და ონლაინ კურსები
- ავტომობილები და ავტოსერვისი
- აზარტული თამაშები და iGaming
- მოგზაურობა და ტურიზმი
- ფორექსი და ვაჭრობა
- ჰოსტინგი და IT მომსახურება
- HR და რეკრუტინგი
გაერთიანებული კომუნიკაცია. გაუმჯობესებული მომხმარებლის გამოცდილება. მეტი წარმატება.
ლაივქოლერი – დაუკავშირდით მომხმარებლებს იქ, სადაც ისინი არიან.