ბ2ბ შეხვედრები
პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესებისა და SaaS კომპანიების წარმომადგენლებს შორის თემატური და პროფილური შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.
მათი მიმდინარეობისას პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლებს პროგრამისტებსა თუ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავეებს, საშუალება ექნებათ, საკუთარი ინოვაციური, სასარგებლო აპლიკაციები და პროგრამები წარადგინონ, ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებმა კი, დაინტერესების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებების რეალიზებისთვის ინვესტიციებს გამოყონ. საბოლოოდ, ბ2ბ შეხვედრები ორივე მხარეს ეფექტიან ინტერაქციასა და საქმიანობების სამომავლო განვითარებაში დაეხმარება.