Widgera არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ქმნის და მართავს ადაპტირებულ ვებსაიტებსა და ვებაპლიკაციებს. სისტემა იყენებს სპეციალურად შექმნილ AI აგენტებს — Cody, Brenda, რომლებიც უზრუნველყოფენ დიზაინის შექმნას, შინაარსის გენერირებასა და მომხმარებელზე მორგებულ გამოცდილებას.
Widgera-ს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ბიზნესებს შექმნან ვებსაიტები, რომლებიც რეალურ დროში იცვლებიან თითოეული ვიზიტორის ქცევის, ინტერესებისა და მიზნების მიხედვით. ამ გზით პლატფორმა მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებლის ჩართულობასა და კონვერსიის მაჩვენებლებს.
სტარტაპი უკვე გახდა 500 Global Eurasia მეშვიდე ნაკადის პორტფელური კომპანია, მოიპოვა გამარჯვება Medialab-ის IdeaDrom-ის პროგრამაში და Product Hunt-ზე მოხვდა Top 5 No-Code და Design Tools სიაში. ასევე მოხვდა Forbes Georgia-სა და Axel-ის ერთობლივი რეიტინგით საქართველოს Top 10 სტარტაპში.
2025 წელს Widgera-მ წამოიწყო B2B პროდუქტი — ადაპტაციური AI ჩათი, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს თავიანთ ვებსაიტებზე და აპლიკაციაში მომხმარებლებს მიაწოდონ პერსონალიზებული კომუნიკაცია.
Widgera-ს მიზანია შექმნას მომავალი ვები — ისეთი, სადაც ყოველი ვებსაიტი იქნება ცოცხალი, ადაპტირებადი და ინტელექტუალური.


